უკან

საზოგადოება

18 ივნისი, 2018 10:45
font-size

კახა კალაძე მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო

მდინარე ვერეს ხეობაში უხვი ნალექის მოსვლის გამო, ნატან დამჭერ ნაგებობასთან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ტერიტორია რამდენიმე საათში გაიწმინდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში რადგანაც დედაქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, ვერეს ხეობაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა არა საგანგაშო. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, მდინარე ვერეს კალაპოტში, ორ კონკრეტულ ადგილზე, ნატან დამჭერები - ე.წ. ცხაურები აშენდა. აღნიშნულ პროექტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩამოტანილი ნაგვის, ხის მორების შეკავება მოხდეს და ქალაქისკენ არ წამოიღოს. დიდი რაოდეობით ნაგავი და მორებია ჩამოტანილი, რამაც მდინარე ჩახერგა. ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და რამდენიმე საათში ტერიტორია სრულად გაწმენდილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, უხვი ნალექის დროს, მსგავსი სამუშაოები ყოველთვის განხორციელდება, რათა მდინარე დაგროვილი ნაგვისგან გაიწმინდოს და წყლის დაგუბება არ მოხდეს.

„მერიაში შემოვიდა შეტყობინება, რომ მდინარე ვერეზე, ნატან დამჭერზე წყლის დონეა მომატებული, რაზეც რეაგირება მოვახდინეთ. ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია. არსებული ნატანების გამოტანა ხდება იმისთვის, რომ მდინარემ თავისუფლად მოძრაობა შეძლოს და წყლის მოვარდნის თეორიული რისკებიც კი თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი