უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2016 14:10
font-size

კახა კალაძე საკუთარ თავს კვლავ მთავრობაში ხედავს

კახა კალაძე, რომელიც ,,ქართული ოცნების’’ პროპორციული სიით პარლამენტში მოხვდა, საკუთარ თავს კვლავაც მინისტრთა კაბინეტში ხედავს.

როგორც კალაძე ამბობს, თანამდებობების განაწილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდება.

ვიცე-პრემიერი მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

,,კონსულტაციები დაწყებულია. ეს მართლაც ასეა. რამდენიმე დღეში შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო, სადაც კონკრეტულად, დეტალურად იქნება განხილული, თუ ვინ რა მიმართულებით გააგრძელებს მომავალი 4 წლის განმავლობაში მუშაობას.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურას რაც შეეხება, მე მის კანდიდატურას მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეობაზე. რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეები არ იბადებიან. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს. როდესაც მეც ვინიშნებოდი ენერგეტიკის მინისტრად, ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სად კახა კალაძე და სად ენერგეტიკაო, თუმცა მეც და ჩვენმა გუნდმაც დავამტკიცეთ რეალურად ჩვენი გაკეთებული საქმეებით, თუ რა შეგვიძლია და რისი გაკეთება შეგვეძლო.

ზოგადად, მთავრობის ჩამოყალიბებაზე, თუ ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, რა თქმა უნდა, ამაზეც კონსულტაციები იქნება ამ დღეებში. კონკრეტულად, მე რაც მე შემეხება, ჩემს თავს ალბათ უფრო ვხედავ მთავრობის მიმართულებით’’, - განაცხადა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

ნინო ექვთიმიშვილი

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

მე მართლა გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელში - მამუკა ხაზარაძე

17 იანვარი, 2020 , 15:25

გული მწყდება, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქალა

პარლამენტმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება სცნო

17 იანვარი, 2020 , 15:16

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონ

ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

17 იანვარი, 2020 , 14:24

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`