უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ივნისი, 2022 16:26
font-size

კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე - ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია

სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება, არ მომეწონა, თუმცა ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილები გამგებელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ.

„შეიძლება, არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება, მოეწონა. ეს მისი პირადი გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება, ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი – სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმები ყოველდღიურად მოდის. ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყვავებს გამოეყვნენ ქორები - რომან გოცირიძე `ოცნებიდან` წასულებზე

29 ივნისი, 2022 , 17:15

ხატოვნად, რომ ვთქვათ, ყვავებს გამოეყვნენ ქორები. უფრო აგრესიულები, ესენი იქნებიან ბიძინა ივანიშვილის ხმა პარლამენტში, უფრო კარგად გავიგებთ, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, – ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი

ნუ აცდებით რეალურ სამიზნეს – დიმიტრი ლაპარაკობს, ე.ი. ოცნება ლაპარაკობს - გია ხუხაშვილი

29 ივნისი, 2022 , 16:58

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატების განცხადებებზე: “შეცდომაა ამ სამეულზე აქცენტების გადატანა. მათ გუშინ გარკვევით თქვეს, რომ “ქართული ოცნება” მთლიანად ასე ფიქრობს. უბრალოდ, ჩ

ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

29 ივნისი, 2022 , 13:50

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. ,,ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი კომპე

მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის - კელი დეგნანი

29 ივნისი, 2022 , 13:30

ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რა

ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს - ილვესი კობახიძეს

28 ივნისი, 2022 , 13:31

ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს, - ასე მიმართავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ამ განცხადებით ილვესი კარლ ბილდტზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება: "როც

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2022 , 15:52

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ, რომლესაც ამავე ინფორმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი