უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2018 11:35
font-size

კახა კალაძე თბილისის გამგეობების მუშაობის პირველი კვარტლის შედეგებს აჯამებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა. თბილისის მერის თქმით, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები.

„დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დანარჩენებს, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შედეგები. მინდა გთხოვოთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. მხოლოდ სამგორის რაიონის გამგეობას აქვს ყველაზე დაბალი - შესრულების 58%-იანი მაჩვენებელი. გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. საპასუხისმგებლოა, იყო რაიონის გამგებელი. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკული ვართ. პირველ რიგში, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი წარადგინა. კერძოდ, მისი თქმით, 169 მისამართზე კეთილმოეწყო გზები, როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად; ასევე, მოეწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 25 სკვერს; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობითა და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

იტალიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

23 აპრილი, 2018 , 17:35

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პეზაროში ქართული კულტურის დღეები ჩატარდა. კულტურის კვირეული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტს მოიცავდა. ქართული კვირეული, 11 აპ

ქართული ღვინო დანიაში წარადგინეს

23 აპრილი, 2018 , 17:20

ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair’’ იყო წარმოდგენილი. გამოფენას დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი

სილქნეტი და ჯეოსელი მომხმარებლებს ერთობლივ აქციას სთავაზობენ

23 აპრილი, 2018 , 16:55

სატელეკომუნიკაციო ბაზრის ორი ლიდერი კომპანიის გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ყველა სატელეკომუნიკაციო ინოვაციური პროდუქტის და სერვისის ერთობლიობას, რასაც თან ახლავს დიდი უპირატესობები: სიმარტივე,

აფხაზეთიდან გადმოსვენებული კიდევ 22 ნეშტი ამოცნობილია

23 აპრილი, 2018 , 16:55

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ამოცნობილია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და წითელი ჯვრის

სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ინიციატივა მომზადდება - ამირან გამყრელიძე

23 აპრილი, 2018 , 16:55

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით საპარლამენტო ინიციატივა მომზადდება. გამყრელიძის შ

აჭარა 14 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

23 აპრილი, 2018 , 16:55

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „KITF 2018“ წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტური

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე