უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივლისი, 2017 11:25
font-size

კახა კალაძე თბილისისთვის მნიშვნელოვან ერთ-ერთ მიმართულებად ღამის ცხოვრების განვითარებას ასახელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უახლოეს მომავალში დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყურადღებას დედაქალაქში სამუშაო ადგილების შექმნაზე ამახვილებს.

„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის. ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება - იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, - ამბობს კახა კალაძე ვიდეომიმართვაში.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი