უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2019 11:40
font-size

კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი.

ასევე მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ.

მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან იზორიამ აშშ-ის ახალ თავდაცვის ატაშესთან შეხვედრა გამართა

17 აგვისტო, 2019 , 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტ

ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული - მამუკა ბახტაძე

16 აგვისტო, 2019 , 17:27

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიე

ღარიბაშვილი შსს-ში, გახარია პრემიერად

16 აგვისტო, 2019 , 15:22

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მთავრობაში ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს აბრუნებს. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სავარაუდოდ ორ კვირაში განხორციელდება. ტელეკომპანიის ინფორმაც

უნდა მსოფლიომ გვაღიაროს გენოციდის მსხვერპლად - შალვა ნათელაშვილი

15 აგვისტო, 2019 , 17:45

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ შეხვედრაზე მყოფებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო დროს გუგუტი

მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებებს

15 აგვისტო, 2019 , 16:20

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს "კუირერის" ინფორმაციას, რომ შემოდგომაზე სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. სანდრო წყარო „ქართული ოცნებიდან“ კი "კურიერს" უყვება, რომ მამუკა ბახტაძის

ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები - მამუკა ბახტაძე

14 აგვისტო, 2019 , 13:30

პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - ამის შესახებ საქართველოა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბაკურიანში, აგვისტოს ომ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს