უახლესი ამბები
- 24.02.2021 21:10პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს
- 24.02.2021 17:40განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:40ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:40ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
- 24.02.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
- 24.02.2021 17:15რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი - ნათია თურნავა
- 24.02.2021 17:15პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
- 24.02.2021 17:15საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
- 24.02.2021 17:15ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
- 24.02.2021 17:15ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია - ანა დოლიძე
არქივი
პოლიტიკა


კახა კალაძემ დარგის სპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დეველოპერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს ურბანული განვითარების პოლიტიკა წარუდგინა.
კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე კომპონენტი გამოყო. კერძოდ, მშენებლობის სტანდარტი; თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის ვიზუალური სტანდარტი.
პრეზენტაციაზე თითოეული კომპონენტი დეტალურად განმარტეს თბილისის მერობის კანდიდატის გუნდის წევრებმა თემურ ბოლოთაშვილმა და ირაკლი ხმალაძემ.
მათი განმარტებით, მაღალი სტანდარტი დაწესდება ეკოლოგიური მიმართულებით, რათა მოქალაქეებმა იცხოვრონ და იარსებონ ეკოლოგიურად სუფთა სივრცეში. გარდა ამისა, შემუშავდება სამშენებლო სტანდარტები და განხორციელდება როგორც სამშენებლო სფეროს კანონდებლობის რეგულირება, ისე ინსტიტუციური რეფორმა. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მშენებლობის პროცესის, მათ შორის შრომის უსაფრთხოება, ასევე დარეგულირდება ხმაურისა და დაბინძურების დონეები.
ურბანულ განვითარებაზე საუბრისას, კახა კალაძემ დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.
პრეზენტაციაზე წარადგინეს ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმაც. იურისტ ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა განხორციელდება, რომლისთვისაც ნახევარ მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.
„ისტორიული ნაწილი ქალაქის ეკონომიკისა და ქვეყნის მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ სიკეთეს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ამბიციური გეგმა გააჩნია. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ვაპირებთ, განვახორციელოთ ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო ათპუნქტიანი პროგრამა, რომელიც ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება და მოსახლეობის ყოველდღიური შემოსავალი იზრდება.
აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სარეაბილიტაციო არეალებს შორის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები იქნება.
ირაკლი ხმალაძემ კახა კალაძის ხედვა წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„ქალაქში 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ძირითადად, მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოებისგან შედგება, რასაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა მოვუაროთ მათ. უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უნდა აღვადგინოთ. ასევე, ახლადაღდგენილი ადგილების მოვლა-პატრონობაზეც ვიზრონოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მოწვეულ სტუმრები, ასევე, გაეცნენ ხედვას ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან დაკავშირებით.
კახა კალაძის გუნდის განმარტებით, ქალაქის იერსახისთვის შეიქმნება ერთიანი სტანდარტი, რომელიც მოიცავს სარეკლამო აბრების, ფასადების და ვიტრაჟების, შენობის სახურავების, ნავიგაციის ნიშნებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებს.
ვიზუალური სტანდარტის პრეზენტაციაზე უცხოური ქვეყნების მაგალითები წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული პროგრამა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ განხორციელდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას.
„მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი - ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” - განაცხადა კახა კალაძემ.
ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატის ხედვა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ თანმიმდევრული ურბანული განვითარებაა.
პრეზენტაციაზე თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის გეგმის ამსახველი ვიდეორგოლი წარმოადგინეს.
საკვანძო სიტყვები:

განწყობაც და დამოკიდებულება ჩვენი არის, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს -მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე, რა აწყობს „ნაცმოძრაობას“ - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:40

ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული - Amnesty International
24 თებერვალი, 2021 , 17:40

პატიმრობა თავად მელიამ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა - მამუკა მდინარაძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა დაძაბულობა, რაც არ იყო საჭირო და ამ ნაბიჯმა ასევე გააღრმავა კრიზისი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც უშლის ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას - ხატია დეკანოიძე
24 თებერვალი, 2021 , 14:40