უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ნოემბერი, 2017 12:25
font-size

კახა კალაძემ მაია ბითაძეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, ისე რომ ქალაქში მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

„მე ვიცი, რომ ნარჩენების გატანა ხდება დილის და დღის საათებში, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში? (ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტვ პირველი კადრებს ავრცელებს, როგორ დაიწყო დაპირისპირება საკრებულოში – მაგრები ხართ ბიჭო, ერთ კაცს დამესიეთ?