უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 12:15
font-size

კახა კალაძემ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს.

„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავარია დიდუბის მეტროსთან - დაკავებულია ერთი პირი

11 დეკემბერი, 2018 , 13:40

თბილისში, დიდუბის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დააკავეს. დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე HONDA-ს მარკის ავტომობილმა 6 ავტომობილი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სისწრაფით მოძრაობდა დ

თელავში 70 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

11 დეკემბერი, 2018 , 12:40

თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვ

გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია - განათლების სამინისტრო

11 დეკემბერი, 2018 , 12:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების პოლიტიზირებ

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი შევიდა

11 დეკემბერი, 2018 , 12:40

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულ

თაბორის ქედზე, გოლფის მოედნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

11 დეკემბერი, 2018 , 12:40

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, თაბორის ქედზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად, რომლის ფარგლებშიც პირველი ფაზის, კერძოდ გოლფის მოედნის მშენებლობა უკვე დასკვნი

ბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა

11 დეკემბერი, 2018 , 12:00

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს. ,,გარდაიცვალა ბიძინა ივანიშვილის დედა, ქალბატონი ციცინო... ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, უფალ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`