უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

კახა კალაძემ მერის მოადგილეს კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უზნაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები პირველი აგვისტოდან შეჩერებულია, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.

კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა.

„კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

102 700 მომხმარებელსსესხებზე საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“

23 ოქტომბერი, 2019 , 16:55

სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა; ლარიზაციის პოლიტიკის შეფერხება; ეკონომიკური აქტივობის შენელება; ლარის რესურსის გაძვირება და კიდევ უფრო შეზღუდული წვდომა ფინანსებზე – ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკე

პროექტის „2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების” საჯარო განხილვა გაიმართა

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული &bdquo

„შრომის კოდექსში` ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ - სოსო ფხაკაძე

23 ოქტომბერი, 2019 , 16:30

„შრომის კოდექსში" ცვლილებებზე მთელმა ბიზნესმა ძალიან უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავაფიქსირეთ. გვიხარია, რომ როგორც მთავრობამ, ასევე პარლამენტმა ცალსახა სულისკვეთება გამოთქვეს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზ

საბანკო რეგულაციები შესაძლოა, გამარტივდეს

23 ოქტომბერი, 2019 , 15:30

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები შესაძლოა, გაამარტივოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. „იმისთვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, მოვაშოროთ თუკი რაიმე ზედმეტი ბიუროკრატია

“სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო” - პროკურორმა სალომე ადეიშვილმა თანამდებობა დატოვა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:55

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სალომე ადეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უწყების ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებებს უყენებს. ის ასევე, უწყებიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. მან უწყება 15 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე ზრდის

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4