უახლესი ამბები
- 17.04.2021 15:09“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
- 17.04.2021 15:04მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
არქივი
საზოგადოება


კახა კალაძემ მოადგილეებს იმ ბაღების დროულად რეაბილიტაცია დაავალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს იმ ბაღების დროულად რეაბილიტაცია დაავალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.
მოადგილეებს კახა კალაძემ დავალება თბილისის მთავრობის სხდომაზე მისცა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, თუმცა რამდენიმე ბაღში იმის გამო, რომ იქ არსებული მდგომარეობა მძიმე იყო, სწავლა შევწყვიტეთ. მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია. თანხები მობილიზებულია, ოთხი მილიონი არსებობს ამისთვის და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ ბავშვები თავიანთ ბაღებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ, თბილისის განახლებულ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები სხვა მხრივ წარმოაჩინონ.
„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული მცდელობა, რომ რაღაცნაირად მიაჩუმათონ ჩვენ მიერ ბიუჯეტში ქალაქის სასიკეთოდ შეტანილი ცვლილებები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არავის გამოუვა. იმიტომ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. მედია თავისუფალია და ასევე, არსებობს სხვადასხვა საშუალებები იმისა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თბილისის განახლებული ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და ცვლილებების შედეგად, 897 მილიონ ლარს შეადგენს.
„მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელმაც 2018 წლის თბილისის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ოდენობა გაიზარდა - იყო 861 მილიონი და ცვლილების შედეგად, 897 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. გაზრდილი თანხა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. გამწვანების ღონისძიებებისთვის ოთხი მილიონი ლარი იქნება მიმართული. ოთხი მილიონი გამოიყოფა ასევე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2021 , 14:41
პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
17 აპრილი, 2021 , 14:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
17 აპრილი, 2021 , 12:57

ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
17 აპრილი, 2021 , 12:51