პოლიტიკა

კახა კალაძემ ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ნარჩენების მართვისა და სეპარირების ევროპული გამოცდილება, რაც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, თბილისმა 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა დანერგოს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნარჩენების სეპარირების არსებული სისტემის გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოცდილებას, რაც იტალიაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ფარგლებში განხორციელდა და ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. იტალიაში დანერგილი ნარჩენების მართვისა და სეპარირების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირში.
თბილისის მერია ამ მიმართულებით შეხვედრების გამართვას საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან გეგმავს.
იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.
საკვანძო სიტყვები:

48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა - მამუკა ხაზარაძე
23 იანვარი, 2021 , 16:05

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნო აირჩია
23 იანვარი, 2021 , 16:05

გიორგი გახარია კამალა ჰარისს მიმართავს -თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
23 იანვარი, 2021 , 10:50

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს - დღეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის
23 იანვარი, 2021 , 10:50

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
23 იანვარი, 2021 , 10:50
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19