უკან

პოლიტიკა

16 სექტემბერი, 2021 14:41
font-size

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს - ნიკა ობოლაძე

უკვე მესამე დღეა ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ათეული ათასი ფაილი არსებობს, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ და ამაზე პასუხი არ არის, თუ რატომ აკეთებდნენ ამას. „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა, როდესაც მისი პოლიტიკური ფლანგის ერთ-ერთ განაყოფზე გადაიტანა ისრები და თქვა, რომ შეიძლება, კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ ფარული მასალების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

„2013 წლიდან დღემდე, შინაგან საქმეთა ბევრი მინისტრი შეცვლილა, შეცვლილა პრემიერ-მინისტრი, სუს-ის ბევრი უფროსი და მისი მოადგილე, რაც არ შეცვლილა, ეს არის „ქართული ოცნება“, რაც არ შეცვლილა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ პასუხისმგებლობის რომელიმე ჯგუფზე გადატანა, არ გამოვა. 2013 წლიდან დღემდე, რაც არ შეცვლილა, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ყველაფერზე. 2013 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ანუ პარტიის მეორე პირი არის კახა კალაძე.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რატომ იწერდა ეკლესიის წინააღმდეგ ყველაფერს, რატომ აგროვებდა კომპრომატებს, რატომ იყენებდა სუს-ი ამ კომპრომატებს, როდესაც ის იყო მმართველი პარტიის გენერალური მდივანი. კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ ბედავს და საუბრობს მეტ სიცოცხლეზე, ყველა უბანსა და ქალაქში, მაშინ, როდესაც 2021 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე კორონავირუსით 2500-მდე ადამიანი დაიღუპა, გარდაცვალების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ.

კახა კალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, როგორ საუბრობს მეტ სიცოცხლეზე, მაშინ, როდესაც, თუნდაც ბოლო 2 დღეში რამდენიმე გარჩევა ვიხილეთ თბილისის ცენტრში, იყო მსხვერპლიც. ეს კრიმინალური გარჩევები იმიტომ მომრავლდა რომ მისი პარტია, რომლის გენერალური მდივანიც არის შეეზარდა კრიმინალს. როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა უნდა გასცეს პასუხი მისი პარტიის წევრების ძალადობის შედეგად ქარელში რატომ გაწირეს ადამიანი?! კახა კალაძე ის უცვლელი გენერალური მდივანია 2013 წლიდან დღმდე, რომელიც ახლა შევიდა ამ არჩევნებში იმისთვის, რომ გადაარჩინოს „ოცნება“, თუმცა ის ვერ გადაარჩენს „ოცნებას“. მან, როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა გასცეს კთხვებს პასუხი“,- აღნიშნავს ობოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება

20 ოქტომბერი, 2021 , 22:51

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილე მამუკა ხაზარაძე იქნება. ამის შესახებ მელიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც თბილისის მერიის კოალიც

ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების და გამგებობების ხელმძღვანელების კანდიდატები დაასახელა

20 ოქტომბერი, 2021 , 22:35

ოპოზიციის ნაწილის დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მერიის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატები წარადგინა. კანდიდატების კოალიციური შემადგენლობა ასეთია: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების

ჩვენი მხრიდან განხორციელებულ ინვესტიციებს თან უნდა სდევდეს მკაფიო პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმისა და ადამიანის უფლებათა სფეროში - ევროკომისიის წარმომადგენელი

20 ოქტომბერი, 2021 , 12:18

გვჯერა, რომ მმართველობის რეფორმები აუცილებელია, არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევისთვის, არამედ მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, თანაბარი საასპარეზო პირობების შესაქმნელად, ინვეს

მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა - ანდრიუს კუბილიუსი

19 ოქტომბერი, 2021 , 20:50

"მიხეილ სააკაშვილის საქმე და პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიზირებული სასამართლოა და თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, თბილისს ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა" - ამის შესახე

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - ირაკლი კობახიძე

19 ოქტომბერი, 2021 , 19:46

გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მერობის კანდიდატთან და საარჩევნო შტაბების ხელმ

მიხეილ დაუშვილი „ქართულ ოცნებას“: ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ, რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ

19 ოქტომბერი, 2021 , 19:40

„ლეგიტიმაციის პრობლემა გაქვთ, ადამიანების ნდობა აღარ გაქვთ, იმიტომ რომ ადამიანები აღარ გახსოვთ, იმიტომ, რომ დაივიწყეთ და არც გინდათ, რომ გახსოვდეთ,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი