უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ნოემბერი, 2018 17:40
font-size

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია კახა კალაძის საგანგებო ბრიფინგზე, სადაც მან ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდნენ. კალაძის თქმით, ეს ყველაფერი ენმ-ს მიერ არის გამოგონილი და რეალობას არ შეესაბამება.

ოთარ კახიძე კახა კალაძეს მოუწოდებს აღიაროს, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.

„კახა კალაძეს თითების შვერის ნაცვლად, უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომი არ დაუწყია და ეს ერთი და იგივეა და დადგნენ ამ ვიწროპარტიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ ბოღმაზე მაღლა,“ - განაცხადა კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ თუ ჰააგის სასამართლოში რომელიმე სამხედრო გასამართლდება, მაშინ ეს ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.

„თუ ვინმემ გაამტყუნა ქართველი სამხედროები, მაშინ გამტყუნდება საქართველო, ვინაიდან ეს სამხედროები ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ, ისინი მოქმედებდნენ მაშინდელი ხელისუფლების, მაშინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის დავალებით,“ - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძე ასევე აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

„ჰააგის ტრიბუნალს საქმე წულუკიანმა გადასცა. ხომ ვიცით, რომ თქვა, რომ მე აქ ვეღარ ვიძიებ, თქვენ გამოიძიეთო. რატომ გააკეთა ეს, რატომ დააყენა საფრთხის ქვეშ, რატომ გარისკა, მე ვეჭვობ, რომ აქ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო - გიგა ბოკერია

10 დეკემბერი, 2018 , 17:30

ძველი ანეკდოტია ერთი - მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მი

ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება - მამუკა ბახტაძე შესაძლო საკადრო ცვლილებზე

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, - ასე უ

მამუკა ბახტაძემ უარყო, რომ დედამისს სასამართლოში უჩივლა

10 დეკემბერი, 2018 , 16:10

“რუსთავი2”-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომელშიც საუბარი იყო პრემიერისა და მისი დედის სამართლებრივ დავაზე, მთავრობის მეთაური მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, შაბათის კურიერში გასული სიუჟეტი მტკნარი

შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული - მამუკა ბახტაძე პურის ფასის ზრდაზე

10 დეკემბერი, 2018 , 15:30

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. „

შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც? - ნინო კალანდაძე

8 დეკემბერი, 2018 , 16:10

„ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო. ჩვენში კი უჭკუობა უკვე ტრადიციად იქცა“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე. „შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხებიც

შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი კონსტრუქციული უნდა იყოს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე „ომეგა ჯგუფზე“

7 დეკემბერი, 2018 , 20:29

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა „ომეგა ჯგუფისადმი“ ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს. ამის შესახებ 1tv.ge წერს. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`