უკან

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 15:45
font-size

კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დაიწყება

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.

„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუქზე.

მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია.

კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.

სოციალური კამპანია „#იმოქმედე“ - უფასო ტრენინგების 6-თვიანი ციკლი დასრულდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:41

იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო დისკრიმინაციული მოქმედების გამო სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

17 ნოემბერი, 2017 , 16:45

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატის შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. მოსარჩელის თქმით, ის არ დანიშნეს მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისა

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - კალათბურთის ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებენ

17 ნოემბერი, 2017 , 16:10

„კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები“, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებ

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ სარეკლამო კამპანია სექსისტურია - სახალხო დამცველი

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სს „წყალ მარგებელს“, მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი, რადგან მისი სარეკლამო კამპანია და შეფუთვა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. „2017 წ

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თ

ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 15:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე