უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2020 17:01
font-size

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კოჟორიძეს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული ადგილის მიმართ შიშები აქვს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელოვნურად ჭიანურდება.

„ახლა რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით, რომელიც დამოუკიდებლობის ისტორიაში და ამ პერიოდში თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე მთავარი ადგილია. ეს ადგილი შემოღობილია რაღაც ორი ფილის შეცვლის გამო. ნახევარი წელია, ამ ადგილას მიმდინარეობს გაუგებარი სამუშაოები. მინდა, კალაძეს მივმართო კითხვით, არ გრცხვენიათ, რომ დამოუკიდებლობის დღეს, უკვე მეექვსე თვე არის მწვანე ზონრით, თუ ღობით შემოღობილი. სამარცხვინოა, რომ ასეთი მდგომარეობაა. ვფიქრობ, ეს ადგილი, როგორც შეკრების მთავარი პლაცდარმი, „ქართულ ოცნებაში“ გაუგებარ შიშებს აღძრავს და ამიტომაც არის შემოღობილი“, – აცხადებს კოჟორიძე.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი