უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2017 17:55
font-size

კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე მედიკამენტებზე მაღალ ფასებს აპროტესტებენ

საქართველოს აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასები რამდენჯერმე აჭარბებს მეზობელ ქვეყნებში მოქმედ ფასებს. სააფთიაქო მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლა საარჩევნო ბლოკის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ბლოკის ლიდერებმა - თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ - აღნიშნულ საკითხზე დაამზადეს სარეკლამო რგოლი, სადაც საუბარია საქართველოში ყველაზე უფრო ხშირად მოხმარებადი პრეპარატის - „კაპტოპრილის“ფასზე, რომელსაც ქართველი მონოპოლისტი ოლიგარქები 4.5 ლარად ყიდიან, ხოლო მეზობელ ქვეყნებში მისი ფასი 0.5 ლარია.

მიუხედავად მაუწყებლებზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და „აჭარის ტელევიზიამ“ კახა კუკავას და დიმიტრი ლორთქიფანიძის კლიპი აკრძალეს.

ის რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული, ცხადად ჩანს მაუწყებლების მიერ ბლოკისთვის გამოგზავნილი აბსურდული დასაბუთებიდან, თითქოს კლიპი კომერციული ხასიათისაა და მისი მიზანია მასში გამოყენებული პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა.

საარჩევნო ბლოკმა საჩივრით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. კომისიამ დაადასტურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „აჭარის ტელევიზიის“ მხრიდან კანონის დარღვევა და მათ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1500-1500 ლარით დაჯარიმების შესახებ.

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 19:06

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზ

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`