უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ივლისი, 2018 14:45
font-size

კახა კუკავა გეგუთის ციხეში პატიმარ ლევან კორტავას მკვლელობის გამო სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ და გეგუთის ციხეში, 2013 წელს მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას მამიდამ, ხათუნა კორტავამ მსჯავრდებულის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვეს.

კუკავას განმარტებით, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და გენერალური ინსპექციის იმჟამინდელი უფროსი მირზა სუბელიანი.

„ ლევან კორტავას საქმე ნაცნობია, მაგრამ დეტალები უცნობია. ჩვენ მოვიკვლიეთ გავრცელებული მასალები, ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია გარდაცვლილის მამიდისგან. საქმეზე პირველი ვერსიით, მსჯავრდებული დაგორდა კიბეზე, მეორე ვერსიით კი, რაც დღეს სასამართლოშია გადაგზავნილი, ეს იყო პატიმრებს შორის ჩხუბი. დავადგინეთ, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების მიერ ორგანიზებული მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა მაშინდელი მინისტრი სოზარ სუბარი და მირზა სუბელიანი“, - განაცხადა კუკავამ.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მკვლელობა ე.წ. „ობშიაკის“ თემას ეხებოდა.

„იმ დროს კორტავა იმ ციხეში არ უნდა ყოფილიყო, სასჯელს იხდიდა რუსთავში. ის ე.წ „რაზბორკაზე“ გეგუთში კერძო მანქანით ჩაიყვანეს. ეს უკავშირდებოდა ე.წ ობშიაკის თემას. საქმეში არის მნიშვნელოვანი გარემოებები, პირდაპირ ვიტყვი, სასიკვდილო ცემის დროს არცერთი ციხის თანამშრომელი არ ჩარეულა. არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. იმისთვის, რომ სუბარს და სუბელიანს თავი დაეძვრინათ, საქმე პატიმრების ნაწილმა აიღო თავზე, იმ პირობით, რომ ადრე დაკისრებული სასჯელები შეუმცირდებოდათ. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ხელახლა გამოძიებას ვითხოვთ. სოზარ სუბარი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა“, – განაცხადა კუკავამ.

ხათუნა კორტავას ინფორმაციით, მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე არასწორი ვერსია გავრცელდა. მისივე თქმით, ციხეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლევან კორტავას შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და მაღალჩინოსნებმა მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს.

ამ დროისთვის რამდენიმე მსჯავრდებულის მიმართ, რომლებსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედებათ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

“ეს არის კადრი ფილმიდან საშიში კინო და გვინდა დასრულდეს` - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია გაიმართა

18 სექტემბერი, 2019 , 14:25

სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგის პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია "სირცხვილია" მიმდინარეობდა. მოძრაობის აქტივისტები ნიღბებით მივიდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილისგან მოითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ შეიწ

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ - სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი, 2019 , 13:53

ეს არის სუბიექტური, პერსონალური პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პატიმრების შეწყალების თემასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა

18 სექტემბერი, 2019 , 13:45

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა. „ლელოს“ წევრები არიან: 1. ლანა გალდავა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;2. ლევან ბ

თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში ბილაინის ახალი მაღაზია გაიხსნა

18 სექტემბერი, 2019 , 13:24

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრმა, ბილაინმა თბილისში, კოტე აფხაზის #20-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი ახალი მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის ყველა მომსა

საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით კლიმატის მწვანე ფონდი 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გასცემს

18 სექტემბერი, 2019 , 12:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს