უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
პოლიტიკა


კახა კუკავა: ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის შეარჩია თავის რიგებში ყველაზე ცინიკოსები და უტაქტოები - წულუკიანი და ვოლსკი
ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
„ის, რომ „თავისუფალი საქართველო“ თავისუფალ და პროპორციულ არჩევნებს ითხოვს, არ ნიშნავს, რომ კოალიციაში ვართ მათთან, ვისაც ანალოგიური მოთხოვნა აქვს. ჩვენ საერთო მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ტოლობის ნიშნის დასმა არ იქნება სწორი. ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს თავისი ტაქტიკა. ჩვენი ტაქტიკა არ გულისხმობს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიყოთ კოალიციაში. ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, მათ აირჩიეს კოაბიტაციის გზა. ჩვენ ამისგან თავს ვიკავებთ და საამისოდ ბევრი მიზეზი გვაქვს. ჩვენ ამ ძალებთან იმდენად დიდი ღირებულებითი სხვაობა გვაქვს, რომ მათთან კოალიცია, ალიანსი ან რამე სხვა ფორმატი არ გვაერთიანებს.
რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, ამასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. ხელისუფლებამ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის შეარჩია თავის რიგებში ყველაზე ცინიკოსები და უტაქტოები - წულუკიანი და ვოლსკი. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, თუ მას მართლა სურს კომპრომისის მიღწევა, გამოცვალოს მომლაპარაკებლები, რომლებიც თავიანთი სიხისტით ხელს უშლიან ამ პროცესს. შინაარსობრივად არის იმის რესურსი, რომ ოპოზიცია რაღაც დათმობაზე წავიდეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს“, - განაცხადა კუკავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 წლის და მომდევნო წლების საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება შესთავაზა, სადაც მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებს მართავს და მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას ელოდება. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ.
imedinews.ge

მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
19 იანვარი, 2021 , 14:40

გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
19 იანვარი, 2021 , 11:43
საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10