უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 ნოემბერი, 2016 18:00
font-size

კახა კუკავა მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ მთავრობის ახალ შემადგენლობას

პარტია „თავისუფალი საქართველო“და მისი ლიდერი კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ მთავრობის ამ კორუმპირებულ შემადგენლობას, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაასახელა.

მედიანიუსი კახა კუკავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მოსახლეობას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, სადაც უმნიშვნელო კორექტივების გარდა, ყველა წამყვანი მინისტრი თავის პოზიციას ინარჩუნებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ქართული საზოგადოების აბუჩად აგდებაა, ვინაიდან წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ ხშირად აცხადებდა, რომ მომავალი ოთხწლიანი ციკლის მანძილზე იქნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და განახლებები, მათ შორის მთავრობის შემადგელობაში.

ახალ შემადგენლობაში გვსურს განსაკუთრებული უნდობლობა გამოვუცხადოთ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც პასუხისმგებელი არის სასამართლო სისტემაში მურუსიძის კლანის გაბატონებასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის კრახზე. იუსტიციის მინისტრის პოსტზე წულუკიანის დატოვება ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე მოქალაქეები, რომლებიც მართლმსაჯულების განხორციელებას ელოდებოდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კვლავინდებურად იგნორირებული იქნებიან.

აგრეთვე, გვსურს საქართველოს მთავრობაში განსაკუთრებული უნდობლობა გამოვუცხადოთ კალაძე - ქუმსიშვილის წყვილს, რომლებიც კორუფციის ძირითად ტანდემს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ძარცვას წარმატებით ახორციელებს. კალაძე - ქუმსიშვილის ტანდემის შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პრინციპულად არ შეიცვლება საინვესტიციო კლიმატი, არ მოიმატებს პირდაპირი უცხოური ინვესიტიცების რაოდენობა, არ გაიზრდება ეკონომიკური მაჩვენებლები - ერთადერთი, რაც ქვეყანაში უახლოეს წლებში გაიზრდება, იქნება ლარის კურსი და უმუშევრობა.

საქართველოს პარლამენტის წევრებს, ვინც საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევენ არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, მოვუწოდებთ მხარი არ დაუჭირონ მთავრობის ამ კორუმპირებულ შემადგენლობას“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი