უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2023 12:05
font-size

ჩვენ გვინდა ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 9-ვე მათგანი მნიშვნელოვანია. ჰერჩინსკის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ყველა ნაბიჯი უნდა შეასრულოს.

"8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია განხილული იქნება ევროპის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ 14-15 დეკემბერს. მე იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევას და მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად განსაზღვრა 9 ნაბიჯი. ამ 9 ნაბიჯიდან ზოგიერთი უკვე ძალიან ცნობილია, რადგან ისინი 12 რეკომენდაციას შორის იყო და განხორციელების პროცესშია. ზოგი კი ახალია. მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლა, ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. საარჩევნო პროცესი უნდა იყოს იმდენად სამართლიანი და თავისუფალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუ თქვენ მეკითხებით რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი? - ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ 9 ნაბიჯის შესრულება დაიწყება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ყველა თავის როლს ასრულებს - ხელისუფლება არის ინკლუზიური, ოპოზიცია კონსტრუქციული. იმისთვის, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად გადადგას შემდეგი ნაბიჯები გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია," - ამბობს ჰერჩინსკი.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი