უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
კახა ბექაური ,,მასთ ქერის” კანონს ფიქტიურს უწოდებს 30.07.2012 16:30

ტელეკომპანია ,,მე-9 არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური ,,მასთ ქერის” კანონს ფიქტიურს უწოდებს.

ამის შესახებ ბექაურმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო მედიის რეგულირებისადმი მიძღვნილი დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ტელეკომპანიამ უნდა მიმართოს საქართველოს საკაბელო ტრანზიტორებს, ავტორიზებულ პირებს, რომ ჩართონ საერთო მაუწყებელი თავის პაკეტში და ეს არ არის ვალდებულება.

"ჩვენ, "მე-9 არხი" კი მივმართავთ საკაბელო ოპერატორს, ამაში პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა არის მიმღებში. გაურკვეველია, რამდენი საკაბელო ტრანზიტორი არსებობს საქართველოში. დღემდე არ გამოუქვეყნებია მარეგულირებელს მათი სრული სია. ისიც გაურკვეველია, როდესაც გამოაქვეყნებენ, ან ჩვენი ძალებით მოვიპოვებთ მათ სიას, რეგისტირებულ მისამართზე არის თუ არა დღეს ის ავტორიზებული პირი",-აღნიშნა ბექაურმა.

მისი თქმით, მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ იარსებებს ცხელი ხაზი.

ბექაური მიიჩნევს, რომ საბოლოოდ პროცესი გაჭიანურდება.

შეხვედრას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, კახი ყურაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა პრობლემა, რომელიც მსგავსი ტიპის შეხვედრებზე არის წამოწეული, გადაიჭრება.