უკან

პოლიტიკა

23 იანვარი, 2020 13:15
font-size

კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს მართავენ

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს, მარკეტა გრეგორევას და კრისტიან ტერეშს, აგრეთვე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს ანდრეა ბოცსკორს, ურმას პაეტს, პეტრას აუსტრევიჩიუსს და მიხაილ გალერს შეხვდნენ.

კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე, ქვეყანაში გატარებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა. შეხვედრებისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მიერ საკონსტიტუციო, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის წარმატება აღინიშნა.
კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

ირაკლი ბერაიამ ევროპარლამენტარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებზე. მან ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.

ქართველმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ევროპელი პარტნიორების მიერ საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მნიშვნელობა და ევროპელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფიო სიდამონიძე

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება

19 სექტემბერი, 2020 , 15:40

კარასინი-აბაშიძის ფორმატში შეხვედრა სექტემბერში არ გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. „გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრის თარი

“უნდა დასრულდეს მფლანგველი და ნეპოტისტი ხელისუფლება!” - ნატო ჩხეიძე შიდა ქართლში საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

19 სექტემბერი, 2020 , 15:09

"ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. დეპუტატმა რუისში, კეხიჯვარში, ურბნისსა და სასირეთში კარდაკარ მოიარა ოჯახები და მათ

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.