უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივლისი, 2018 16:20
font-size

კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად, აქ შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაციის დასრულებამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებს დროებით ამ გზით მოუწევთ გადაადგილება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, ახალი საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება და დროებითი შემოვლითი გზების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე, ითვალისწინებს ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას, რისთვისაც სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი შემოვლითი გზები მოეწყობა.

სამშენებლო არეალი კახეთის გზატკეცილიდან იწყება და მგელაძისა და იორის ქუჩების გავლით, სოფელ ნასაგურში, აფხაზეთისა და მაჩაბლის ქუჩებთან სრულდება. სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი დროებითი გზების მოწყობის მიზნით, 2.5 კილომეტრზე ბეტონის კიუვეტები მოეწყობა და საერთო ჯამში, 25 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დასრულდება, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 878 452 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი იმყოფებოდნენ.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი