უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივლისი, 2019 15:54
font-size

კახეთის გზატკეცილის მიმართულებით ავტობუსების მარშრუტი იცვლება

კახეთის გზატკეცილზე, კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება.

კახეთის გზატკეცილზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე გზის მონაკვეთზე, 20 ივლისიდან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, დღეს ღამით, 03:00 საათიდან, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემები შეიცვლება.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, სამუშაოები იწარმოებს ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. ამიტომ, ტრანსპორტი შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით იმოძრავებს. რეაბილიტაციის პერიოდში, გაცალმხრივდება ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩისმიმართულებით, ხოლო კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა.

ზემოთხსენებული დროებითი სქემით, კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო, ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ და შემდეგ, ჩაჩავას ქუჩის გავლით: კაჩინსკის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მოძრაობა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ - ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე მარჯვნივ და მარცხნივაც ქეთევან დედოფლის გამზირზე. ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება.
კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ - ჩაჩავას ქუჩისკენ.

ბუშის ქუჩიდან კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა კვლავინდებურად დაშვებული იქნება. ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ - ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრაშესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით. კაჩინსკიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება.

ამდენად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოთხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით.ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს, როგორც მარცხნივ - ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე მარჯვნივ - ქალაქის გასასვლელის მიმართულებით.

ანალოგიურად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც:ავტობუსები N37, N43 და N71 და ასევე, მიკროავტობუსები კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ იმოძრავებენ კაჩინსკის ქუჩის, ხოლო უკუმიმართულებით - მეტროსადგურ „ისნისა“ და ჩაჩავას ქუჩის გავლით.

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 ივლისი, 2020 , 18:54

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, „ვისოლი“ უნიქარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა

10 ივლისი, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

10 ივლისი, 2020 , 16:33

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი, 2020 , 16:15

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტ

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა- ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი, 2020 , 15:45

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პარლამენტარებ

,,ლელო საქართველოსთვის” სოფელ დიცში არ შეუშვეს, პარტიამ შესაძლოა, პროკურატურას მიმართოს

10 ივლისი, 2020 , 15:45

პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს და ის ფაქტი განიხილეს, რომ სამართალდამცველებმა პარტიის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არ შეუშვეს. გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე