უკან

რეგიონები

13 ივლისი, 2019 11:32
font-size

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ.

რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობის და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაის“ წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ნიკოლოზ ნადირაშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახები დაათვალიერა. სოფელ მუკუზანის მკვიდრს, ნიკოლოზ ნადირაშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა ოთხი ნაკვეთი და გაუნადგურდა მოსავლის 30%.

კომპანია „ჯიპიაი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 14,088 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 4,60 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 2,935 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 12,466 პოლისი; პროგრამაში ჩართულია 6,904 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,884,023 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 12,212 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 110,738,197 ლარია.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

სამხედრო ექიმები კარანტინის ზონაში მუშაობენ

28 მარტი, 2020 , 14:10

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მი

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა

28 მარტი, 2020 , 12:10

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმები აცხადებენ, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამ

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი კლასტერის წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

27 მარტი, 2020 , 14:05

„ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთი კლასტერის წევრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ქუთაისის ცენტრში და პასუხები დღეს გახდება ცნობილი“, – ა

მარნეულში ვირუსის ფართო გავრცელება ჯერჯერობით არ ფიქსირდება - პაატა იმნაძე

26 მარტი, 2020 , 17:12

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია. მისივე თქმით, ორ მუნიციპალიტეტშ

,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება უპასუხისმგებლო, მავნებლური და ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შემწყობია - ალექსანდრე მოწერელია

26 მარტი, 2020 , 17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა, სადაც ასობით ადამიანი შეიკრიბა. ალექსანდრე მოწერელიამ მომხდარ

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებული კონტროლი გრძელდება - შსს

26 მარტი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედ