უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 სექტემბერი, 2017 11:45
font-size

კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 32 მლნ ლარს გადააჭარბა

რთველი-2017-ის პროცესში, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ ლარს მიაღწია. -ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

14 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 29,7 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 12 ათასი ტონა რქაწითელი, 14,8 ათასი ტონა საფერავი, 1,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,2 ათას ტონას გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 157 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 79.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

21 ნოემბერი, 2017 , 23:05

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მათივე ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფე

ზუგდიდის მერმა შვედეთის დელეგაციას უმასპინძლა

21 ნოემბერი, 2017 , 17:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ, შვედეთის ქალაქ მოლნდალის დელეგაციას უმასპინძლეს - ამიშ შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მ

„ნაციონალური მოძრაობის“ 4-კაციანი ფრაქცია პატარა ოთახშიც მოთავსდება - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

21 ნოემბერი, 2017 , 13:01

ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს

ხობში მონადირეებმა მგელი მოკლეს

21 ნოემბერი, 2017 , 12:10

ხობში, სოფელ ნოჯიხევის მოსახლეობა მგლების თავდასხმაზე საუბრობს და სანადირო ლიცენზიების დამატებით გაცემას ითხოვს. სოფლის საძოვარზე ადგილობრივებმა მგელი მოკლეს, რომელიც საქონელს დაესხა თავს. შემთხვევა ცენტრალური მაგისტრალი

ზუგდიდში სასაფლაოზე სავარაუდოდ, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

21 ნოემბერი, 2017 , 10:50

ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე სავარაუდოდ 30 წლამდე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამჟამად, ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმ

ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

20 ნოემბერი, 2017 , 15:55

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყები