უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 სექტემბერი, 2019 13:35
font-size

კახეთში 15 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კახეთის რეგიონში 15 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გადამუშავდა 5,7 ათასი ტონა საფერავი, 5 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავებულია 3 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 30 ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

რთველი აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. უახლოეს დღეებში მოსავლის დაბინავებიის პროცესი გურჯაანსა და ყვარელშიც დაიწყება.

მათივე ცნობით, რთველის საკოორდინაციო შტაბში 163 ღვინის მწარმოებელი კომპანია უკვე დარეგისტრირებულია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

„წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. რთველის პროცესში სააგენტო ჩართულია მოსავლის აღრიცხვიანობის მიმართულებით და არ ერევა ფასწარმოქნასა და თავისუფალი ბაზრის რეგულაციაში.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - მაშველები თოვლში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

15 თებერვალი, 2020 , 17:50

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა. ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინ

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 160 ლიტრი საწვავი ჩაატია

15 თებერვალი, 2020 , 15:20

აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია , - ვ

პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15 თებერვალი, 2020 , 12:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკაროთათვის აშენებულია სახლები საცხოვრებლად არ გამოიყენება

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკაროთათვის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები პირებისთვის აშენებული სახლები იმ ოჯახებს გადასცა, რომლებიც მას საცხოვრებლად არ იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა გაავრცელა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

15 თებერვალი, 2020 , 11:55

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ „მედიანუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწა

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო

15 თებერვალი, 2020 , 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`