უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მარტი, 2019 12:15
font-size

კახეთში ახალი კაკლის ბაღი გაშენდა

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში ახალი კაკლის ბაღი გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან ცნობით, ახალი კაკლის ინტენსიური ბაღი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა გააშენა.

სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ გურჯაანის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - ნერგის ფორმირებას, კულტივირებას, სარწყავი სისტემის მოდერნიზებას გაეცნო.

სააგენტოს ინფორმაციით, მალხაზ ჩუგოშვილი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7.3 ჰა-ზე კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24,944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18,325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი. მალხაზ ჩუგოშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6,565 ჰექტარზე; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,414,767 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,562 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ოკაცეს კანიონი გაიხსნა

20 მარტი, 2019 , 11:52

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტ

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

20 მარტი, 2019 , 10:20

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო-ჯორჯია“ ავრცელებს. გამანაწილებელ

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

19 მარტი, 2019 , 22:12

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბ

საქათველოს პრეზიდენტმა ქვემო ქართლში სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა

19 მარტი, 2019 , 17:25

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დამია-გეურარხში სასათბურე მეურნეობა მოინახულა და დასაქმებულებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმა

სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა

19 მარტი, 2019 , 16:21

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. საქართველოს

პრეზიდენტმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებასთან რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს

19 მარტი, 2019 , 14:10

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩ