უკან
რეგიონები
20 მაისი, 2017 16:15
კახეთში ავტოავარიის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ბოლო ზარის აღსანიშნავად ყვარლის ტბაზე მიდიოდნენ, ავარიაში მოყვნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ოთხი ახალგაზრდა, რომელთაგან ორს მოტეხილობები აღენიშნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.