უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
30 მარტი, 2018 16:20
კახეთში სეტყვა იყო, რომელიც 10 წუთს გაგრძელდა
კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ძლიერი სეტყვა 10 წუთს გაგრძელდა. ამის შესახებ ადგილობრივებმა თქვეს.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, რევაზ კრაწაშვილის ინფორმაციით, სტიქიას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია. მან დაამატა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარს 1 აპრილიდან გამოიყენებენ.