უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2023 12:10
font-size

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლებს.

უწყების ცნობით, გასულ ღამეს ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონი კიდევ ერთხელ დააზიანა. ძლიერი სეტყვის და ქარის შედეგად დაზარალდა თელავის, ყვარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა როგორც სავარგულები, ასევე საცხოვრებელი სახლები. ზარალის დათვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება.

„პრემიერ- მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე.“ - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ყვარელს მიაყენა. კერძოდ, ქალაქ ყვარელში, გრემში, ენისელში, საბუესა და ჭიკაანში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ნაწილი, ავტომანქანები. ასევე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა ყველა სოფელში. საავტომობილო გზებზე ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები. მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ჩატარდა გზების გაწმენდის სამუშაოები.

17 სექტემბერს, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა, კახეთის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტის- ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაუზიანა. დაზიანებულია, ასევე, გარე განათების ბოძები და ელექტროსადენები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის საშუალებით პირველადი სამუშაოები უკკვე განხორციელდა.

სტიქიამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები - ფშაველი, ნაფარეული და ლალისყური.

კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი - CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება

22 სექტემბერი, 2023 , 17:31

თბილისში, თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე, კომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური საცხოვრებელი პროექტი - CITYZEN Central Park, საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის ფინანსური

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 17:26

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიან

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6816 ლარი გახდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6816 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6879 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო - ვახტანგ გომელაური

22 სექტემბერი, 2023 , 16:52

სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტ

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდასაჭერად მემორანდუმი გაფორმდა

22 სექტემბერი, 2023 , 16:22

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს, რომლის მიზანიც სპორტული

საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი უნიკალური სივრცე − 4B-ს, ფილიალი გახსნა, რომელიც ბიზნესის წინსვლისა და განვითარებისთვის შეიქმნა

22 სექტემბერი, 2023 , 12:52

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს კლიენტებისთვის, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე, მომსახურების კიდევ ერთი სივრცე - 4B ფილიალ