უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
კახეთში ცხვარი იხოცება 04.07.2012 17:19

კახეთში ცხვარი ჯილეხით იხოცება –ამის შესახებ ინფორმაციას მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რეგიონში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის არქონისა და პრევენციული ღონისძიების დაგვიანების შემთხვევაში კახეთში ცხვრის დიდი რაოდენობა გაწყდება.

ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ცხვრის საერთო სულადობა 15– 20 პროცენტით უკვე შემცირდა, რადგან მკაცრი ზამთრის გამო ცხვრის დიდი რაოდენობა დაიხოცა შირაქში, ელდარსა და სამუხის ზამთრის საძოვრებზე. ცხვარი ზაფხულშიც განაგრძობს კლებას და ამ მხრივ მდგომარეობა უარესად დამძიმდება.

„უკვე 10 დღეზე მეტია ჯილეხს ვებრძვით კახეთში და ვაქცინას ვერ ვშოულობთ. მობილიზება არ მომხდარა და ყოველი დაგვიანებული წუთი სულადობაზე ცუდად მოქმედებს. სურსათის უვნებლობის სამსახურმა მხარდამჭერი ღონისძიების სახით, გარკვეული დახმარება გაგვიწია, მაგრამ ეფექტი მაინც ვერ მივიღეთ, ვაქცინა არასაკმარისი აღმოჩნდა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ“,–განუცხადა გაზეთ „რეზონანსს“ ბექა გონაშვილმა.