უკან
უახლესი ამბები
არქივი
კომენტარი
4 დეკემბერი, 2019 15:15
კახი კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე: გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ
თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა და ხუმრობით განაცხადა, რომ ბურჯანაძე, რომელიც იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრე პოლიტიკოსები არიან, მოსკოვში სწორედ "გერმანული მოდელის" ჩამოსატანადაა წასული.
"გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ... ჩემზე კომპეტენტურმა და ვინც პროფესიონალია ამ საქმეში ქონდათ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან სადაც ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ დაანახეს მათ, რომ გერმანული მოდელის მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია," - განაცხადა კახა კალაძემ.