საზოგადოება


კალაძე აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
თბილისში არსებული ობიექტების აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, დედაქალაქის მერი საჯარიმო სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.
კალაძემ მოადგილეებს დაავალა აღნიშნულზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადონ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გადასცენ.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს აქვს მათ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების განთავსების ვალდებულება, ეს არ სრულდება. ჯარიმები საკმაოდ დაბალია, ხოლო დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანი. პირველ რიგში, უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, იგივე მოვთხოვოთ სხვას. მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებასთან დაკავშირებით და პარლამენტს გადაეგზავნოს. პარლამენტი მზადაა თანამშრომლობისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით,, აღნიშნული პრობლემის გამოსწორებისთვის სხვადასხვა ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20