უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
საზოგადოება
კალაძე „ბეჯითად“ აგრძელებს ნაც. მოძრაობის სტილით და მიდგომებით მართვას - ვატო შაქარიშვილი
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი, დედაქალაქის მერის მიერ ინიციატივას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:
“დღეს ჯანდაცვის სფერო მისი ყველა მიმართულებით ეს იქნება კლინიკები, სადაზღვეო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები და ა.შ მოქცეულია სულ რამდენიმე ბიზნეს ჯგუფის ხელში. მათ შორის კი დომინირებს კომპანია „ევექსი“, რომელიც არის საქართველოს ბანკის კორპორაციის შემადგენლობაში, რაც თავშივე დაუშვებელია რადგან ბანკებს ეზღუდებათ არაპროფილურ ბიზნესში ოპერირება.
ეს პრინციპი თვალსაჩინოდ ირღვევა საქართველოს ბანკის შემთხვევაში, როდესაც ის ერთდროულად ფლობს და მართავს ფარმაცევტულ კომპანიებს, სადაზღვეო კომპანიებს და ამავდროულად კლინიკებს.
ამ ფონზე, ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო მოტივირებული იყოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდაზე და ხარისხის გაუმჯობესებაზე, მერის გადაწყვეტილებით დამატებით უნდა მოხდეს მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სფეროს სრულად კომერციალიზაციას.
მოსახლეობა ვეღარ ანსხვავებს ბანკში მიდიან თუ ჯანდაცვის დაწესებულებაში, რადგან ყველგან ჭარბობს ფინანსები და ათასგვარი ქაღალდები, ამაზე საუბრობენ და წუხან ჩევნი ექიმებიც.
პირველადი ჯანდაცვის როლი კი უმნიშვნელოვანესია და ეს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში.” - აცხადებს შაქარაშვილი.