უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2019 17:40
font-size

კალაძემ და ხმალაძემ უნდა დაამტკიცონ, რომ ჯაბა ხმალაძესთან ერთად კორუფციულ გარიგებაში არ მონაწილეობდნენ - ირაკლი ნადირაძე

კომპანია „ბილდინგ დეველოპერს“, რომლის ხელმძღვანელიც „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის ანონსის შემდეგ სუს-მა დააკავა კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე მფარველობენ. ამის შესახებ განცხადებას, საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ნადირაძე აკეთებს.

საუბარია, 7 მილიონიან კონტრაქტზე, რომელიც პრემიერის დავალებით, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ „ბილდინგ დეველოპმენტს“ გაუფორმა. არსებული ინფორმაციით, კონტრაქტი მაშინ გაფორმდა, როცა სუს-ში აღნიშნული შპს-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეს საქმე კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი კახა კალაძის პირველი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის ძმა, ჯაბა ხმალაძეა.

ირაკლი ნადირაძის თქმით, აუცილებელია, დაიკითხოს ჯაბა ხმალაძე, ასევე ვიცე მერი და მისი ძმა ირაკლი ხმალაძე. ნადირაძე ასევე ითხოვს დედაქალაქის მერის დაკითხვასაც. მისი თქმით, კალაძემ და ხმალაძემ უნდა დაამტკიცონ, რომ ჯაბა ხმალაძესთან ერთად კორუფციულ გარიგებაში არ მონაწილეობდნენ.

„თუ მათივე ლოგიკას გავყვებით და საქმე იყო აღძრული, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ გააფორმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ჯაბა ხმალაძემ ასეთ კომპანიასთან შვიდი მილიონიანი ხელშეკრულება. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არის კახი კალაძის პირველი მოადგილის, ანუ ვიცე მერის ძმა. ფაქტია, რომ ამ კომპანიას აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება და თუ აქამდე ამ კომპანიას მფარველობდა ბატონი ღარიბაშვილი, ახლა ენერგოსექტორის მიმართულებით მფარველობს ამ ადამიანს ბატონი ხმალაძე და ბატონი კალაძე, რომელიც ყველასთვის ცნობილია, რომ არის ენერგომაფიის ხელმძღვანელი საქართველოსი. სწორედ ამიტომ, უნდა დაიკითხოს ბატონი ჯაბა ხმალაძე, რომელიც არის ხმალაძის ძმა, დაიკითხოს ბატონი კალაძე და უწევდნენ თუ არა ისინი მფარველობას ამ კორუფციულ გარიგებაში ბატონ ჯაბა ხმალაძეს,“- აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

„ბილდინგ დეველოპერის“ დაკავებულ დირექტორსა და მფლობელს გამოძიებამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. საქმე ეხება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას.

კერძოდ, საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ აშენებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

წყარო: რუსთავი2

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს