უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
კალაძის თქმით, ადმინისტრაცია ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული მოვაჭრის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს
თბილისის მერი კახა კალაძე „თერგის“დამწვარ ბაზრობაზე მივიდა. მისი თქმით, ის ხელმძღვანელობას უკვე შხვდა და როგორც კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, ბაზრის დამწვარი ფართების აღდგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყება.
მერისგანცხადებითმ მანამდე, მოვაჭრეებს, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, შესაძლებლობა მიეცემათ გვერდით ფართებში გადაინაცვლონ და საქმიანობა გააგრძელონ.
კალაძემ აღნიშნა , რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოვაჭრეებს იჯარისთვის შეღავათიანი ვადები დაუწესდებათ.
რაც შეეხება ზარალს, მისივე თქმით, ადმინისტრაცია მზად არის ინდივიდულურად შხვდეს თითოეულ დაზარალებულს და აღწერის შემდეგ იდივიდულურადვე მიიღოს გადაწყვეტილება.
ჟურნალიტების კითხვაზე თუ რამდენად იყო დაცული ბაზრობაზე უსაფრთხოების ნორმები, მან აღნიშნა, რომ სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი გამართული ობიექტი იყო.
ცირა გურგენიძე