უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 თებერვალი, 2020 16:35
font-size

ყალბი 500-ევროიანების გასაღებისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500-ევროიან კუპიურას.

2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე ,დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500-ევროიან კუპიურას.

სამართალდამცველების მიერ, საერთო ჯამში, ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.

სამართალდამცველებმა ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა, გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ორივეს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2020 , 12:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 24 საათის განმავლობაში, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი

პოლიციამ ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

8 აპრილი, 2020 , 16:05

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ე.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

8 აპრილი, 2020 , 12:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აც

24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 158 ფაქტი გამოავლინეს

8 აპრილი, 2020 , 12:45

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 158 ახალი ფაქტი გამოვლი

ჭიათურაში სპეცოპერციის შედეგად პოლიციელი და ორი პირი დააკავეს

7 აპრილი, 2020 , 18:52

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 167 ფაქტი გამოავლინა

7 აპრილი, 2020 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 167 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მათი ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`