უკან

სამართალი

15 მარტი, 2019 16:55
font-size

ყალბი დოკუმენტები და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლება - ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა, დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც ხელოვნურად გაზარდა ბენეფიციართა და ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსების რაოდენობა. დანაშაულში მხილებულმა პირმა, ასევე გააყალბა ბენეფიციართა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები, თითქოსდა მათ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა და მოტყუებით მოითხოვა და მიიღო დიდი ოდენობით თანხა – 40 656 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

22 მაისი, 2019 , 10:20

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა გ

დააკავებულის პირი, რომელსაც ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი

22 მაისი, 2019 , 10:20

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. „შინაგან

უკვე შეგვიძლია, ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ - ირაკლი ლექვინაძე

22 მაისი, 2019 , 10:20

უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით

სასამართლომ „VTB ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და მაღალი მენეჯმენტის წევრები დაკითხა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

21 მაისი, 2019 , 15:50

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერა

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

21 მაისი, 2019 , 15:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედე

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 მაისი, 2019 , 12:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ზ.ტ. ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან