უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მაისი, 2020 10:15
font-size

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, განხორციელებული 390 000 ლარის ღირებულების ქვიშა-ღორღის ფიქტიური მიწოდებებით, შემსყიდველ კომპანიებს დოკუმენტურად შეუქმნა უკანონო სასაქონლო ნაშთი და დღგ-ს ყალბი აქტივი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ზიანი 22 881 ლარის ოდენობით.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი, სხვა ორი კომპანიის სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით, სწორად არ ასახავდა შემოსავლებსა და ხარჯებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა ზიანი 275 380 ლარის ოდენობით.

ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 210-ე მუხლის მეორე, 185-ე მუხლის მესამე და 218-ე მუხლის მეორე ნაწილებით. რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს - შს მინისტრის მოადგილე

7 ივლისი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვ

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

7 ივლისი, 2020 , 14:55

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და ა

6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 532 ფაქტი გამოვლინდა

7 ივლისი, 2020 , 12:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავ

შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

6 ივლისი, 2020 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნო

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

6 ივლისი, 2020 , 12:15

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლ

სურამში, მამაკაცმა მძინარე ცოლი ლოგინში ჩაცხრილა

6 ივლისი, 2020 , 11:28

სასტიკი მკვლელობა სურამში. 35 წლამდე კაცმა საკუთარი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა. შემზარავი შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე