ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების ფაქტზე ხუთი მოქალაქე დააკავეს
20.08.2012 18:30
შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო–ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება–გამოყენების ფაქტზე, თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს საქართველოს ხუთი მოქალაქე: მანონი იოსების ასული ვარდიაშვილი, ნუგზარ შაქილის ძე ჯავოიანი, მანანა მოსეს ასული გუმბერიძე, ნანა ოთარის ასული ფაჩუაშვილი და ალექსი დავითის ძე ჭიკაძე.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 2012 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის I ნაწილით.

















