უკან

საზოგადოება

11 აპრილი, 2017 15:00
font-size

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ გაწევრიანებული არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების კანონზე 283 მოქალაქის სარჩელს გადაუგზავნიან საკონსტიტუციო სასამართლოს

დღეს კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალმა არასამთავრობოებმა წარადგინეს ე.წ. ფარული მოსმენების წინააღმდეგ 283 მოქალაქის სარჩელი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.

„ეს შენ გეხებას“ წევრის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების კანონი არაკონსტიტუციურია

„ის, რაც საქართველოს პარლამენტმა გააკეთა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა, რომ მის გადაწყვეტილებას მომავალში რაიმე ძალა და ეფექტი ქონდეს, აუცილებელია გაუქმდეს ყველა ის რეგულირება, რომელიც ჩვენს მიერ არის გასაჩივრებული”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ის ფაქტორები დაასახელა, რის გამოც არასამთავრობოებს სარჩელი შეაქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ბურჯანაძის განმარტებით, ფარული მოსმენების განმახორციელებელ სააგენტოს უფრო გაუადვილდება მოქალაქეების მოსმენა-მიყურადება.

„ჩვენ პრობლემურად მიგვაჩნია ის, რომ სააგენტოს აქვს პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო სერვერებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისიდან გაუსვლელად მათ შეუძლიათ, ერთი დაკლიკებით, ნებისმიერ დროს დაიჭირონ ნებისმიერი მოქალაქის სატელეფონო ან ინტერნეტ კომუნიკაცია, ხოლო ამის გაკონტროლების საშუალება არაა და არც არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„ეს შენ გეხებას“ წევრების განცხადებით, მათ უკვე შეუერთდა ომბუდსმენი. ისინი იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტიც.

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეგროვდა.

ანა მებურიშვილი

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`