უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 ივნისი, 2018 11:35
font-size

კანადის პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა

კანადის პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა. კანონპროექტს 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.

BBC-ის ინფორმაციით, კანონი ძალაში 2018 წლის სექტემბრიდან შევა.

მარიხუანას ლეგალიზება მოქმედი პრემიერის, ჯასტინ ტრიუდოს წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ჩვენი ბავშვებისთვის მარიხუანას შოვნა ძალიან ადვილი იყო, ისევე როგორც დამნაშავეებისთვის - სარგებლის მიღება. დღეს ჩვენ ამას ვცვლით. მარიხუანას ლეგალიზაციისა და ბაზრის რეგულირების ჩვენი გეგმა სენატმა დაამტკიცა“, - წერს ტრიუდო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ახალი კანონის თანახმად, კანადაში მარიხუანის გაყიდვა დაიწყება გარდამავალი პერიოდის შემდეგ, რომელიც 8-დან 12 კვირამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონების ხელმძღვანელებმა უნდა შეიმუშავონ კანაფის გაყიდვის წესები.

ახალი კანონის ამოქედების შემდეგ, ყველა სრულწლოვან კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე, ასევე თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.

კანადა G7-ის წევრი პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანის ფლობა, მოხმარება და გაყიდვა ნებადართული გახდა.

საკვანძო სიტყვები:

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12 დეკემბერი, 2018 , 14:55

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თ

მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგე

აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკები საგარეო გამოწვევებს მზარდი შიდა მოთხოვნის ხარჯზე წარმატებით უმკლავდებიან, ხოლო, ინფლაციური წნეხები სუსტდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) ახალ ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`