უკან

პოლიტიკა

31 ოქტომბერი, 2018 14:00
font-size

კანაფის კულტივაციის საკანონმდებლო პაკეტის გაწვევა პარლამენტის პრეროგატივა არ არის - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანაფის კულტავაციის საკანონმდებლო პაკეტის გაწვევის საკითხი განიხილეს.

საბოლოოდ ითქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა პარლამენტის პრეროგატივა არ არის, რადგან ის მთავრობის მიერ არის ინიცირებული.

პროექტის გაწვევის საკითხი ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დასვა, რომელმაც ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომიტეტის წევრებს აქვთ პოზიცია პროექტის გაწვევის შესახებ.

ჯანდაცვის კომიტეტი “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტია. ზოიძემ დღეს წამყვანი კომიტეტის შეცვლაც მოითხოვა და როგორც აღნიშნა, კანონპროექტი თავისი არსითა და შინაარსით ჯანდაცვითი ინიციატივა არ არის და ეკონომიკური პროექტია.

“ღიად არის დარჩენილი საკითხი, რაც გარკვეულ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. არის დამატებითი ახსნა-განმარტებები, რომ აქ ქვეყნისთვის საზიანო არაფერი კეთდებოდა. პირიქით, მხოლოდ სასარგებლო და სარგებელი აჭარბებს რისკებს. ეს თემები არ არის გახსნილი და ჩვენ ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ზოიძის პასუხად პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ მისი პირადი პოზიციაა, რომ პროექტი გაწვეული უნდა იყოს პარლამენტიდან.

ბიუროს სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა კოლეგებს აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულაციების გავლა შესთავაზა.

“წამყვანი კომიტეტის შეცვლა ის პრაქტიკა არ არის, რასაც პარლამენტი იყენებს. დამატებითი კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან გავიაროთ და შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. პროექტის გაწვევის უფლება აქვს მხოლოდ პროექტის ინიციატორს, რომელიც არის მთავრობა. პროექტს ჩვენ ვერ გავიწვევთ. კომიტეტის შეცვლაზე მოგვიანებით ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი