უკან

კომენტარი

15 ოქტომბერი, 2018 14:35
font-size

კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს - ეკა ბესელია

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, "ქართული ოცნების" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება.

მისი თქმით, ჩანაწერიდან მიღებულ ინფორმაციაზე მსჯელობამდე, აუცილებელია დადგინდეს როგორ მოხდა პირადი საუბრის ჩაწერა, მოპოვება, გავრცელება, ასევე დადგინდეს არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური.

„ჩემთვის პირადად საინტერესო არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსთან დაკავშირებით გადავალ და მე ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მიმაჩნია, კანონით უნდა გადამოწმდეს, ეს არის კანონის მოთხოვნა. სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს განეკუთვნება, სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულს, უნდა გადამოწმდეს ავთენტურობა.

გამოძიება რომ დაიწყო ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება. არის თუ არა ეს კანონიერი და ავთენტური.

ერთი - არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული, თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს.

იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ ავთენტურია თუ არა და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი.

თუ ეს დადასტურდება ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის (რუსთავი2) მხრიდან, ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი