უკან

სამართალი

22 ოქტომბერი, 2016 16:05
font-size

კანონის უზენაესობის ინდექსის (2016) თანახმად საქართველო რეგიონში კვლავ პირველია

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 0,65 ქულით კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების) და სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, საუკეთესო მაჩვენებელი − 0,75 ქულა საქართველოს 2016 წელს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის მიმართულებით, სადაც შარშანდელი მაჩვენებელი 0,08 მონაცემითაა გაუმჯობესებული. შენარჩუნებულია მონაცემი კორუფციის არარსებობის კომპონენტში, რომლის თანახმადაც, ქვეყანას წელს, შარშანდელის მსგავსად, 0,73 ქულა აქვს. მაღალი მაჩვენებელი − 0,68 ქულა აქვს ქვეყანას ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით, ღია მმართველობის ფაქტორის მაჩვენებელი 0,63 ქულას შეადგენს; აღსრულების − 0.62 ქულას, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფაქტორის თანახმად, საქართველოს 0,61 და 0,56 ქულა აქვს. რაც შეეხება ბოლო, მე-8 ფაქტორს − მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები − ქვეყანა აქაც ინარჩუნებს შარშანდელ მონაცემს − 0,62 ქულას.

საქართველოს მოწინავე პოზიცია 2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში მნიშვნელოვანია ორი გარემოების გათვალისწინებით. კერძოდ, რამდენადმე შეიცვალა რეიტინგის გაზომვის მეთოდოლოგია და, ამასთან, გაიზარდა ინდექსით შეფასებული ქვეყნების რაოდენობა. თუკი 2015 წელს კანონის უზენაესობის ინდექსით 102 ქვეყანა შეფასდა, წელს შესაფასებელი ქვეყნების რაოდენობა 113-მდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის სტაბილურად მაღალი და ზოგიერთ კომპონენტში გაუმჯობესებული მონაცემით მსოფლიოს 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილს იკავებს, ხოლო 2015 წლის მონაცემების მიხედვით ის მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ინდექსის თანახმად, საქართველო კანონის უზენაესობის მაჩვენებლის მიხედვით წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია (35-ე ადგილი), ხორვატია (39-ე ადგილი), საბერძნეთი (41-ე ადგილი), უნგრეთი (49-ე ადგილი).

„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი ასახავს კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 113 ქვეყანაში. კანონის უზენაესობის თვალსაზრისით არსებული ვითარების შესაფასებლად „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტი“ იყენებს 44 ინდიკატორს, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.

2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (მე-113 ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ.

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი