უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ოქტომბერი, 2017 16:40
font-size

კანონპროექტიდან ამოღებული იქნება მუხლი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭების შესახებ - შალვა თადუმაძე

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის შენიშვნები „ეროვნული ბანკის შესახებ“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტიდან ამოღებული იქნება მუხლი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭების შესახებ.

თადუმაძემ აღნიშნა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 5 შენიშვნიდან მთავრობამ 4 გაიზიარა.

„გავიზიარეთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებული შენიშვნა - აღნიშნული რეგულაცია კანონპროექტში წარმოდგენილი არ იქნება. გარდა ამისა, საუბარი იყო გადამცვლელი ჯიხურების მოსაკრებლის გაზრდაზე. ჩვენ შევთანხმდით და აღნიშნული ცვლილება არ განხორციელდება. ფიზიკური პირის სესხის გაცემის შესაძლებლობაზე ეს შეზღუდვა მოიხსნება და კანონპროექტით აღარ იქნება გათვალისწინებული. კიდევ ერთი საკითხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბიზნესში მონაწილეობის პროცენტულ განაკვეთებს ეხებოდა. ამ მიმართულებითაც ცვლილება არ განხორციელდება. რაც შეეხება საბანკო ჯგუფს, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით შემოდის და ძირითადი სიახლე და პრინციპია, თუ აქამდე ეროვნული ბანკი კერძო ბანკებზე ზედამხედველობას ახორციელდება, ის განახორციელებს ზედამხედველობას საბანკო ჯგუფზე. კანონი განსაზღვრავს, თუ ვინ არის საბანკო ჯგუფი - ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც რაიმე სახით ასოცირდება ბანკის დამფუძნებელთან ან ბანკთან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ყველა ამ იურიდიულ პირზე განახორციელებს ზედამხედველობას. იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულში უნდა ყოფილი საინვესტიციო ფონდები, თუმცა ჩვენ ამას არ ვითვალისწინებთ. დანარჩენი ოთხი შენიშვნა გათვალისწინებულია“, - თქვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს გაიმართა „ეროვნული ბანკის შესახებ“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისთვის იმუნიტეტის მინიჭებას, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააპროტესტა. ინიციატივის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო, რის გამოც დაუშვებელი იქნებოდა მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა.

ანა მებურიშვილი

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი