უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2018 16:35
font-size

კანონპროექტზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ პარლამენტი უნდა იღებდეს, ცუდია, თუკი მთავარ როლს ეკლესიის პოზიცია თამაშობს - სულხან სალაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ცუდი იქნება, თუკი კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ ეკლესიის პოზიციის გამო. მისი თქმით, ეს მხოლოდ პარლამენტის გადასაწყვეტია.

სალაძის შეფასებით, კანონპროექტს აქვს რიგი პრობლემები, მაგალითად, ლიცენზიების ნაწილთან და ლიცენზიის შესაძლო მიმღებთა ნაწილთან დაკავშირებით. სალაძის თქმით, თუკი კანონპროექტი დარჩება პარლამენტში, საია მზადაა, თავისი მოსაზრებები წარადგინოს ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ექსპორტთან არის დაკავშირებული, საკმაოდ მოულოდნელად და სწრაფად შემოვიდა პარლამენტში, ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის გაცნობაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ის არ დაწერილა ორ დღეში. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი კვლევა აქვთ ჩატარებული ინფორმაციის მოსაძიებლად. შესაბამისად, თუ საუბარია გარკვეულ ჯგუფებთან კონსულტაციებზე, ვფიქრობ, ეს პროცესი ადრეც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩატარებული.

არ ვსაუბრობ იმაზე, ეს კანონპროექტი უნდა იყოს მიღებული თუ არა, მე ვსაუბრობ, მიზეზებზე, რის გამოც შეიძლება ეს კანონი გაიწვიოს წარმომადგენელმა მხარემ. თუ მთავარ როლს თამაშობს ეკლესიის პოზიცია, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი, რადგან ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს კანონპროექტებთან დაკავშირებით, არის მხოლოდ პარლამენტი. ამასთან, ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულებული იყო, მაინც აქვს ბევრი პრობლემა, მათ შორის ლიცენზიების ნაწილთან და ლიცენზიის შესაძლო მიმღებთა ნაწილთან, ამიტომ თუკი ეს კანონპროექტი დარჩება პარლამენტში, მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები. თუ კანონპროექტის გაწვევა მოხდება პარლამენტიდან, ცხადია, ამ დისკუსიებს აზრი არ ექნება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ.

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი