უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2020 16:15
font-size

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილი და ხელისუფლებას ერთადერთ იმედად კორონავირუსი დარჩა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ნათია თურნავა ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული მინისტრია.

„400 მილიონი დოლარი ჩაასხით წლის დასაწყისიდან, რომ ლარი შეგენარჩუნებინათ, ოღონდ მაინც გაგექცათ. ესაა თქვენი კრიზის მენეჯმენტი. ახლა ერთადერთი რისი იმედით გაქვთ, არის კორონავირუსი. ამის ზურგსუკან ხართ ამოფარებული და იმედი გაქვთ, რომ არჩევნების დღემდე გადააგოროთ და ეს ჩაფლავებული რეაქცია ყველაფერზე, არ აგიფეთქდეთ. აქაც ძალიან მარტივად ჩანს ხვრელები ამ საცერში. თქვენ მოკალით რეალურად ეკონომიკა, 20 ადამიანი რომ იყო დაავადებული მაშინ დრაკონული ზომები შემოიღეთ. არჩევნები მოდის და იმის მერე რა მოხდება არ გაინტერესებთ. როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით. ალბათ ამიტომაა, აქ რომ მოდიხართ საუბრობთ 2007 და 2008 წელს ცუდი რა იყო, ოღონდ დღეს რა არის, ის გავიწყდებათ. მარტო ჩაფლავებული მთავრობა კი არ ხართ, მთავრობა ხართ, რომელიც პრობლემის ნაწილად იქეცით. იტყუებით, რომ გავრბოდით ომის დროს, არ გრცხვენიათ მაინც?,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვანი გამარჯვებით უნდა დავაგვირგვინოთ - მამუკა ხაზარაძე

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბარამია. წარუდგინა. ღო

მამუკა ხაზარაძე - არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება

23 ოქტომბერი, 2020 , 17:52

არჩევნებამდე „ლელო“ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში „ლელოს“ წევრების მხარდამჭერებთან შეხვედრის ღონისძიებაზე ვიდეომიმართ

სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საკუთარ

გინდოდათ ხალხის გაჭირვებაზე და შიშებზე ფული გეკეთებინათ, ჩვენ ყველაფერ ამას დავასრულებთ - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2020 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიამ“ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, შეკრებილ მოქალაქეებს უკრაი

8 წელიწადი მოგვპარეს, 8 წელიწადი მოპარეს ჩვენს შვილებს, 8 წელიწადი მოპარეს საქართველოს - გრიგოლ ვაშაძე

20 ოქტომბერი, 2020 , 17:10

ქვეყანას კორუმპირებული ხელისუფლება მართავს, რომლის ჯიბეშიც ილექება თითქმის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, საჩხერეში „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟ

გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი - გიორგი ვაშაძე

19 ოქტომბერი, 2020 , 16:15

პრემიერ-მინისტრმა თავისი თავი ამოწურა, რადგან ქვეყანაში სრული უმოქმედობაა, ეკონომიკა სრულად ჩამოშლილია და საქართველოში კრიზისმენეჯმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშ